Saturday, November 9, 2013

ტრენინგის VIII დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის მიზნით მოვამზადეთ კითხვარი; გავაკეთეთ ბმულები პროექტის პრეზენტაციაში. ასეთი სამუშაო დიდად შეუწყობს ხელს სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას.  

Sunday, November 3, 2013

ტრენინგის VII დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძირითადად პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო. მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით ბუკლეტის დამხმარე შაბლონი განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის.
დღესაც გავეცანით რამდენიმე ტექნიკურ საკითხს ბლოგზე მუშაობასთან დაკავშირებით: Pages და Gadget-ის დამატებას. 

Saturday, November 2, 2013

ტრენინგის VI დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ V მოდულზე: მოსწავლეთა პროექტების შეფასება. განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის.  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით გავუზიარეთ ნაშრომი ჯგუფის წევრებს და მoმოვახდინეთ უკუკავშირი რედაქტირებისა და კორექტირების ფუნქციების გამოყენებით.
შევიმუშვეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა.

გავეცანით რამდენიმე ტექნიკურ საკითხს ბლოგზე მუშაობასთან დაკავშირებით.