Saturday, October 12, 2013

ტრენინგის I დღის რეფლექსია

ინტელის სასწავლო პროექტის ძირითადი  კურის პირველივე ტრენინგი შთაბეჭდილებებით დატვირთული იყო,  მიღებული ცოდნა - მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი და საინტერესო.  ეს გამოცდილება დიდად დაეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში; ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებასა და ორგანიზებას გააადვილებს, მოსწავლეთა ცოდნისა და კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს.
განვახორციელეთ პირველი მოდულის სამი აქტივობა: 1. პორტფოლოის ელექტრონული საქაღალდის შექმნა; 2. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვა; 3.  სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესის განხილვა. 

 სასწავლო პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, დეტალურად გაწერილი პორტფოლიო ხელს უწყობს თემის  სიღრმისეულ გამოკვლევასა და განხილვას, დავალებების ეფექტურად  შესრულებას.  შესაძლებლობა მოგვეცა  კონკრეტული სასწავლო მიზნების განსაზღვრისას გაგვეთვალისწინებინა 21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები, დავუკვირდით  მონიტორინგის მრავალი ფორმის გამოყენების შესაძლებლობებს, აქტივობების დაგეგმვის საფეხურებსა და მათი დახვეწის გზებს.  ჩემთვის  განსაკუთრებით საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი, საკვანძო კითხვები, რომლებიც მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას იწვევს.   

No comments:

Post a Comment