Sunday, November 10, 2013
Saturday, November 9, 2013
ტრენინგის VIII დღის რეფლექსია
დღეს განვიხილეთ მე-7 მოდული - ფასილიტაცია ტექნოლოგიებით. მოსწავლეთა წინარე ცოდნის განსაზღვრის მიზნით მოვამზადეთ კითხვარი; გავაკეთეთ ბმულები პროექტის პრეზენტაციაში. ასეთი სამუშაო დიდად შეუწყობს ხელს სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებას.
Sunday, November 3, 2013
ტრენინგის VII დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე ძირითადად პრაქტიკულ სამუშაოს დაეთმო. მოვახდინეთ უკუკავშირი მოსწავლის ნამუშევრის შეფასების რუბრიკაზე, შევქმენით ბუკლეტის დამხმარე შაბლონი განსხვავებული შესაძლებლობის მოსწავლეებისათვის.
დღესაც გავეცანით რამდენიმე ტექნიკურ საკითხს ბლოგზე მუშაობასთან დაკავშირებით: Pages და Gadget-ის დამატებას.
დღესაც გავეცანით რამდენიმე ტექნიკურ საკითხს ბლოგზე მუშაობასთან დაკავშირებით: Pages და Gadget-ის დამატებას.
Saturday, November 2, 2013
ტრენინგის VI დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე ვიმუშავეთ V მოდულზე: მოსწავლეთა პროექტების
შეფასება. განვიხილეთ რჩევები და მეთოდები უკუკავშირისათვის. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის გაუმჯობესების მიზნით
გავუზიარეთ ნაშრომი ჯგუფის წევრებს და მoმოვახდინეთ უკუკავშირი რედაქტირებისა და კორექტირების
ფუნქციების გამოყენებით.
შევიმუშვეთ მოსწავლის სავარაუდო პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა.
გავეცანით რამდენიმე ტექნიკურ საკითხს ბლოგზე მუშაობასთან
დაკავშირებით.
Saturday, October 26, 2013
ტრენინგის V დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგზე განვიხილეთ მესამე მოდულის აქტივობა - ტექნოლოგიების გამოყენებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი და ეთიკური პრაქტიკის მოდელირება და სწავლება; მეოთხე მოდული
- სასწავლო ნიმუშების შექმნა.
გავიაზრეთ, თუ როგორ უზრუნველვყოთ მოსწავლეთა მიერ საავტორო
უფლებებისა და მასალების გამოყენების წესების ცოდნა; თუ როგორ შეაფასონ მათ ვებგვერდის შინაარსი კრიტიკულად და
განსაზღვრონ მისი რელევანტურობა და სიზუსტე. განვიხილეთ ვებგვერდის შეფასების რესურსები.
შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუში.
Sunday, October 20, 2013
ტრენინგის IV დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი დაეთმო მე-2 მოდულის III, IVდა V აქტივობებს, რომლებიც ითვალისწინებდა
შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვასა და
პრეზენტაციის მომზადებას ჩვენს სასწავლო პროექტზე.
ჩვენი თემის ფარგლებში შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის თავდაპირველი ვარიანტი. შევიმუშვეთ შეფასების ეფექტური მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის მსვლელობის სამივე ფაზაზე განვახორციელოთ მონიტორინგი, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ მოსწავლეთა საჭიროებები პროექტის დასაწყისში, დაგვეხმარება მუშობის პროცესში პროგრესის ხელშესაწყობად და სწორი მიმართულების შსანარჩუნებლად, საბოლოო პროდუქტისა და გაგების ხარისხის შეფასებაში.
შევადგინეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია და ავტვირთეთ
ბლოგზე.ჩვენი თემის ფარგლებში შევქმენით დროში გაწერილი შეფასების გეგმის თავდაპირველი ვარიანტი. შევიმუშვეთ შეფასების ეფექტური მეთოდები და ინსტრუმენტები, რომლებიც დაგვეხმარება პროექტის მსვლელობის სამივე ფაზაზე განვახორციელოთ მონიტორინგი, საშუალებას მოგვცემს გამოვავლინოთ მოსწავლეთა საჭიროებები პროექტის დასაწყისში, დაგვეხმარება მუშობის პროცესში პროგრესის ხელშესაწყობად და სწორი მიმართულების შსანარჩუნებლად, საბოლოო პროდუქტისა და გაგების ხარისხის შეფასებაში.
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი შეკითხვა: რატომ უპირისპირდებიან თაობები ერთმანეთს? შესაძლებელია და აუცილებელია თუ არა მისი პრევენცია?
თემატური:
შინაარსობრივი:
თემატური:
შინაარსობრივი:
Saturday, October 19, 2013
ტრენინგის III დღის რეფლექსია
დღეს განვახორციელეთ მეორე მოდულის (სასწავლო პროექტის დაგეგმვა) ორი აქტივობა: სტანდარტების გათვალისწინება; ფორმულირება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვებისა, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. განვსაზღვრეთ სტანდარტით მისაღწევი შედეგები. ვისარგებლეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიით. საინტერესო იყო პრეზენტაცია - მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. გავეცანით რჩევებსა და ნიმუშებს, მნიშვნელოვანი იდეის გამომხატველ სიტყვებს, რომლებიც კითხვების ჩამოყალიბებაში გვეხმარება.
ტრენინგი საინტერესო და პროდუქტიული იყო.
ტრენინგი საინტერესო და პროდუქტიული იყო.
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტები
რა
უნარები განუვითარდებათ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობისას
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● საღი მსჯელობა და აღქმა;
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● იდეებისა
და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
● სხვადასხვა
ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
● პასუხისმგებლობების
გაზიარება მუშაობის პროცესში.
საინფორმაციო წიგნიერება
ინფორმაციის ეფექტურად
და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და
შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
ინიციატივა და დამოუკიდებელი
მუშაობა
● საკუთარი
სასწავლო საჭიროებებისა და წარმოდგენების მონიტორინგი;
● უნარ-ჩვევების
განსაზღვრული დონის და/ან სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ჩარჩოს მიღმა სამუშაოს
ჩატარება, ცოდნისა და კომპეტენტურობის ამაღლების მიზნით.
სოციალური და კულტურული
უნარ-ჩვევები
● ადეკვატურად
და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
● მოსაზრებებისა
და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას.
როგორ შესაბამება პროექტი ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს
მოსწავლეს შეუძლია:
ქართ. XI.1 სჯარო მოხსენების წარმოდგენა კონკრეტული აუდტორიის წინაშე კონკრეტული
მიზნით
- მკაფიოდ, ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
- საკუთარი მოსაზრებების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და ა. შ.), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;
- ასრულებს საკომუნიკაციო დავალებას იმიტირებულ სიტუაციებში (როლური თამაშები, თეატრალურ-იმპროვიზაციული წარმოდგენები და სხვ.).
XI.5. სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში
ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით.
·
მსჯელობს იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავს კონკრეტული ეპოქა ლიტერატურულ
თემებს, იდეებს, პრობლემატიკას და ინფორმაციის სპეციფიკურობას;
·
აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას
ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე;
·
შეაფასებს ეპოქისთვის დამახასიათებელ თემებს, იდეებსა და პრობლემებს ამავე
ეპოქის სოციალურ-კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით.
XI.8 კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება
განსაზღვრავს კითხვის
მიზანს და იყენებს შესაბამის სტრატეგიებს: მონიშნავს საკითხებს, რომელთა დაზუსტებას,
უკეთ გაცნობას ისურვებდა მომავალში, განიხილავს ეპოქის შესახებ მისთვის ნაცნობ
ინფორმაციას.
XI.10 სხვადასხვა სახის ესეის დაწერა
·
წერს ესეის, რომელშიც პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მსჯელობს
მოცემული თემის, პრობლემის შესახებ
·
მოცემული თემის შესახებ მოიძიებს, აფასებს და შეარჩევს შესაბამის
წყაროებს, ლიტერატურულ პარალელებს, იხსენებს ცხოვრებისეულ ფაქტებს და სხვ.
XI.12 სხვადასხვა ხასიათის
არამხატვრული ტექსტების შეთხზვა
წერს ჩატარებული სამუშაოს
(მაგ., პროექტის, ღონისძიების, პრეზენტაციის და სხვ.) ანგარიშს
Sunday, October 13, 2013
ტრენინგის II დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი ითვალისწინებდა პროექტებით სწავლების
თემაზე პუბლიკაციის მომზადებას, რაც გვეხმარება
შევქმნათ რესურსები, რომლებიც დაინტერესებულ ადამიანებს აუხსნის ჩვენ მიერ კლასში პროექტების
განხორციელების მიზნებს. დავგეგმე და ბროშურის სახით შევქმენი სტატია მშობლებისათვის, რომლითაც მათ ავუხსენი, რა სარგებლობა
მოაქვს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას; გავაცანი ინფორმაცია მომავალი პროექტის შესახებ; რომელი უნარ-ჩვევები უვითარდებათ მოსწავლეებს და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ რომელ სტანდარტებს დააკმაყოფილებს ეს სამუშაო.
Saturday, October 12, 2013
საპროექტო იდეა
საკითხის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ მამათა და შვილთა ბრძოლის სახელით ცნობილი ლიტერატურული პაექრობის ისტორიულ ფონს და ეპოქას - მე-19 საუკუნეს. ისინი პაექრობაში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე
ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ, გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემები,
როგორიც არის ძველი და ახალი თაობების ურთიერთობა, ტრადიციებისა და ნოვაციების
ურთიერთმიმართება და თაობათა შორის დაპირისპირების პრევენცია. მოსწავლეები
გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა
და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი
იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.
ტრენინგის I დღის რეფლექსია
ინტელის სასწავლო პროექტის ძირითადი კურის პირველივე ტრენინგი შთაბეჭდილებებით დატვირთული
იყო, მიღებული ცოდნა - მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი
და საინტერესო. ეს გამოცდილება დიდად დაეხმარება
მასწავლებლებს სასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად
ჩართვაში; ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებასა და ორგანიზებას გააადვილებს, მოსწავლეთა
ცოდნისა და კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს.
განვახორციელეთ პირველი მოდულის სამი აქტივობა: 1. პორტფოლოის
ელექტრონული საქაღალდის შექმნა; 2. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვა;
3. სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესის
განხილვა.
სასწავლო
პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, დეტალურად გაწერილი პორტფოლიო ხელს უწყობს თემის სიღრმისეულ გამოკვლევასა და განხილვას, დავალებების
ეფექტურად შესრულებას. შესაძლებლობა მოგვეცა კონკრეტული სასწავლო მიზნების განსაზღვრისას გაგვეთვალისწინებინა
21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები, დავუკვირდით მონიტორინგის მრავალი ფორმის გამოყენების შესაძლებლობებს,
აქტივობების დაგეგმვის საფეხურებსა და მათი დახვეწის გზებს. ჩემთვის
განსაკუთრებით საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი, საკვანძო კითხვები, რომლებიც მაღალი
სააზროვნო უნარების განვითარებას იწვევს.
Subscribe to:
Posts (Atom)