ინტელის სასწავლო პროექტის ძირითადი კურის პირველივე ტრენინგი შთაბეჭდილებებით დატვირთული
იყო, მიღებული ცოდნა - მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი
და საინტერესო. ეს გამოცდილება დიდად დაეხმარება
მასწავლებლებს სასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად
ჩართვაში; ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულებასა და ორგანიზებას გააადვილებს, მოსწავლეთა
ცოდნისა და კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარებას შეუწყობს ხელს.
განვახორციელეთ პირველი მოდულის სამი აქტივობა: 1. პორტფოლოის
ელექტრონული საქაღალდის შექმნა; 2. სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვა;
3. სასწავლო ღონისძიების დაგეგმვის პროცესის
განხილვა.
სასწავლო
პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, დეტალურად გაწერილი პორტფოლიო ხელს უწყობს თემის სიღრმისეულ გამოკვლევასა და განხილვას, დავალებების
ეფექტურად შესრულებას. შესაძლებლობა მოგვეცა კონკრეტული სასწავლო მიზნების განსაზღვრისას გაგვეთვალისწინებინა
21-ე საუკუნის ძირითადი უნარ-ჩვევები, დავუკვირდით მონიტორინგის მრავალი ფორმის გამოყენების შესაძლებლობებს,
აქტივობების დაგეგმვის საფეხურებსა და მათი დახვეწის გზებს. ჩემთვის
განსაკუთრებით საინტერესო იყო მიმართულების მიმცემი, საკვანძო კითხვები, რომლებიც მაღალი
სააზროვნო უნარების განვითარებას იწვევს.
No comments:
Post a Comment